2017 წლის 25 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა BMW FEST 2017. ღონისძიების გენერალური სპონსორი კომპანია Carexpress გახლდათ. ფესტივალთან ერთად ჩატარდა საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის 1-ლი ეტაპი სადაც ჩვენი 2 ახალგაზრდა დამწყები მრბოლელის საკმაოდ წარმატებული დებიუტი შედგა.
ფესტივალის ტერიტორიაზე გაიმართა სხვადასხვა წამახალისებელი გათამაშებები, ასევე გამოვლინდა  Miss BMW 2017 და წლის BMW.

ფესტივალზე თავი 700 ზე მეტმა BMW-მ მოიყარა საიდანაც 100-ზე მეტი მხოლოდ აზერბაიჯანიდან იყო სტუმრად, ხოლო თბილისიდან რუსთავამდე "კოლონაში" ერთად 550 ზე მეტი BMW გადაადგილდებოდა რაც დღესდღეობით მსოფლიო რეკორდია.

კომპანია Carexpress მადლობას უხდის BMW CLUB GEORGIA ს და თითოეულ სტუმარს საინტერესო და ლამაზი დღისთვის!