Carexpress Racing Team

დრიფტი  ავტოსპორტის ერთ-ერთი დაძაბული და სანახაობრივი სახეობაა.
დრიფტი – ეს არის მოცურებული ავტომობილის კონტროლი და მოცურებულ მდგომარეობაში სხვადასხვა მანევრის შესრულება.
დრიფტის სამშობლო იაპონიაა, მაგრამ მან უამრავ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა. დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება დრიფტში: პროფესიონალური სერიები იაპონიაში, აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში და ა.შ. ყველაზე სახელგანთქმულია იაპონური სერია D1 Grand Prix.
საქართველოში დრიფტის ჩემპიონატის ეტაპების ძირითადი ნაწილი იმართება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის სპეციალურად დრიფტისთვის შექმნილ მონაკვეთზე.
დრიფტის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის სპეციალურად გამზადებული ავტომობილი და უამრავი ფინანსებია საჭირო, რის გამოც ბევრი ვერ ახერხებს მონაწილეობის მიღებას, სწავლას და ამ სპორტით დაკავებას.
კომპანია "Carexpress" მა გადაწყვიტა შანსი მიეცა ახალგაზრდა დამწყები მრბოლელებისთვის და შექმნა გუნდი "Carexpress Racing" სადაც 2 დამწყები მრბოლელი გურამ გელხაური და დავით ვადაჩკორია ასპარეზობს. ორივე მათგანს Nissan Silvia ჰყავს (S15 - S14).
ჩვენ ვფიქრობთ რომ დამწყები მრბოლელების ხელშეწყობა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული ავტოსპორტის განვითარებისკენ, ვინაიდან ახალი თაობა და ახალი სახეები ქმნიან მომავალს.
ძალიან მალე შემოგთავაზებთ მეტ ინფორმაციას და ვიდეოს "Carexpress Racing Team" ის შესახებ, მანამდე კი მოგიწოდებთ მობრძანდეთ საქართველოს დრიფტის ჩემპიონატზე 25 ივნისს და არ გამოტოვოთ გრანდიოზული სანახაობა.