Drag Racing საქართველოში

Drag Racing საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტოსპორტის სახეობაა. Drag ის პრინციპი მარტივია, გამარჯვებულია ის ვინც სტარტიდან ფინიშამდე პირველი მივა.
21 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა საქართველოს დრაგის ჩემპიონატის 2017 წლის პირველი სერია BMW CLUB GEORGIA-ს ხელმძღვანელობით.
ჩემპიონატის გენერალური სპონსორი კომპანია "Carexpress" გახლდათ.
კომპანია "Carexpress" მხარს უჭერს მთელი წლის საქართველოს Drift & Drag სერიებს და ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული ავტოსპორტის განვითარებაში.