ჩვენს შესახებ:



კომპანია ქარექსპრესი ახორციელებს ავტომობილების, მოტოციკლეტების, სამშენებლო და სპეცტექნიკის, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, ასევე ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან. კომპანია ქარექსპრესი ოფიციალურად ლიცენზირებული დილერია ავტოიმპორტის სფეროში, რაც საშუალებას აძლევს მონაწილობა მიიღოს მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებზე. კომპანია შექმნილია ავტოიმპორტის სფეროში 10 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი გუნდის მიერ, საზოგადოებაში მოპოვებული ნდობისა და მიღწეული ფინანსური წარმატების ბაზაზე. კომპანია ქარექსპრესის მიზანია: მხოლოდ კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებლების ბაზაზე მიღწეული ფინანსური წარმატება.

კომპანია ქარექსპრესმა თავისი განვითარების რამოდენიმე წლიანი პერიოდის განმავლობაში, შესძლო მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელთა ძლიერი გუნდის შექმნა, ავტოიმპორტის სფეროში მოიპოვა ლიდერი კომპანიის სტატუსი და მიაღწია წარმატებას. იგი მუდმივად ადევნებს თვალყურს ავტოიპორტის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს. მისი მიზანია ინოვაციური პროექტების და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების განხორციელება.

კომპანიას შემუშავებული აქვს კლიენტების ინტერესებზე მორგებული მენეჯმენტი, რათა მათ შესძლონ მაქსიმალურად დაბალ ფასად შეიძინონ მაღალხარისხიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამ მიზნით კომპანია მაქსიმალურად აფართოებს საქმიან კონტაქტებს მსოფლიოს წამყვან ავტოექსპორტიორ ფირმებთან, რაც დადებითად აისახება ავტომანქანებს ფასების შემცირებაზე და ზრდის კლიენტის მიერ სასურველი ავტომანქანის სასურველ ფასად შეძენის შესაძლებლობას.

კომპანიაში მომსახურეობა ხორციელდება სასიამოვნო გარემოში, მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი თანამშრომლების მიერ გამჭვირვალედ, კლიენტებზე მორგებულ სამუშაო საათებში (ყოველდღე 9.00-24.00, შაბათ-კვირის ჩათვლით).


კომპანიის უმთავრესი ღირებულებებია:

მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და წარმატებისკენ;
მუდმივი სწრაფვა მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და კლიენტების ნდობის მოპოვებისკენ;
მუდმივი სწრაფვა მომხმარებლების მოთხოვნებზე მომსახურეობის მაქსიმალურ მორგებაზე, რათა მათ შესძლონ სასურველი ავტომანქანის სასურველ ფასად შეძენა.
მუდმივი ზრუნვა მომსახურეობის სისწრაფის, უსაფრთხოების და დაბალი ტარიფების უზრუნველსაყოფად.

კომპანიის უმთავრესი ღირებულებებია:

თანხის ნაწილობრივი გადახდის შესაძლებლობას;
მაღალკვალიფიციურ უფასო კონსულტაციას ავტომანქანისა და სხვა პროდუქციის შერჩევასთან და მათ ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით;
გაგიწევთ დახმარებას ავტომანქანის არჩევაში და მოგაწვდით ინფორმაციას არჩეული ავტომანქანის შესახებ;
ჩვენ უზრუნველვყოფთ ავტომანქანის საქართველომდე უსაფრთხო ტრანსპორტირებას;
უზრუნველვყოფთ ფოთის პორტიდან ავტომანქანის გაყვანისა და დანიშნულების ადგილამდე მისი გადაყვანის ორგანიზებას;
იურიდიულ კონსულტაციას და მომსახურეობას ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სადაო საკითხზე.